26 დეკემბერი 2024,   22:23
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები და  „ეთიკის პრინციპები“ -  პრეზენტაცია სასტუმრო "ბილტმორში" 

სასტუმრო ბილტმორში, ამ წუთებში, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. არჩევნების წინ, კანდიდატები ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან.

პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ და შვეიცარიის ელჩმა, ლუკას ბეგლინგერმა გახსნეს.

დოკუმენტზე ხელმომწერები პირობას დებენ, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს, ეთიკის პრინციპებს და კანონის მოთხოვნებს.

ეთიკის კოდექსი კანდიდატებს აკისრებს ვალდებულებას, რომ ხელმომწერი პირები დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას, ასევე კონკურენტი პირების თავისუფლებას და არ შეუშლიან კონკურენტ საპრეზიდენტო კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს.

ასევე, ახალი დოკუმენტის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატებმა წინასაარჩევო პერიოდში არ უნდა გამოიყენონ ქსენოფობიური განცხადებები.

„ის ეთიკის პრინციპები, რომლებიც გახლავთ საზოგადოების ინტერესების დაცვა, ძალადობაზე უარის თქმა, მუქარის და შანტაჟის გამოუყენებლობა, სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს უპირველეს ყოვლისა არის ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლების პატივის, როდესაც კანდიდატები ამ ეთიკის პრინციპებით განახორციელებენ კამპანიას,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

განცხადება გააკეთა შენების მოძრაობის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა.

„ქართული პოლიტიკური სივრცე არის უკიდურესად დამახინჯებული და დანაგვიანებული, უზნეო, არაეთიკური დამოკიდებულებით, გამონათქვამებით, ქმედებებით და იმ ტიპის შეჯახებებით, რომელიც წმინდა პერსონალურ ხასიათს ატარებს, მიმართულია განადგურებისკენ და არა გამარჯვებისკენ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

დღის ამბები