"სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დაზარალებული არ არის, დაზარალებულები მენაშენეები არიან - საკუთარი პოზიცია სამშენებლო კომპანია სვეტისგან დაზარალებულმა პირებმა, დღის ბოლოს რამდენიმე ტელეკომპანიასთან გამოხატეს. მათი თქმით, ეთერში გასული რეპორტაჟიდან ისე ჩანდა თითქოს ჯიბლაძე დამნაშავე არაფერშია.
სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელს და ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორს, რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ჯიბლაძემ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე "შაბათის კურიერს" სკანდალური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მშენებლობის უფლება მან დიდი ქრთამის სანაცვლოდ მოიპოვა.