17 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსმა, ჯუმბერ იზორიამ თანამდებობა დატოვა

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. ჯუმბერ იზორიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. "კურიერთან" საუბრის დროს იზორია ადასტურებს, რომ მისი გადადგომა 29-ა სექტემბრის ”შაბათის კურიერში” გასულ რეპორტაჟს უკავშირდება. სწორედ პოლიციის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახიდან იყიდებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი. თამბაქოს რეალიზაცია "კურიერმა" ფარული კამერით გადაიღო, რის გამოც იზორიას ოჯახმა - ჩვენს გადამღებ ჯგუფს კამერა დაამტვრია და შეურაცხყოფა მიაყენა.

"უკავშირდება უსაფუძვლო ბრალდებებს ჩემი ნათესავების დაბრალებული უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მე არ მიმაჩნია სწორედ რომ ამ ბრალდებების მერე ადამიანი მუშაობდეს ამ თანამდებობაზე და მეთვითონ გადავწყვიტე და დავტოვე თანამდებობა,"-აცხადებს ჯუმბერ იზორია.

დღის ამბები