26 დეკემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ეს არის გაყალბებული ჩანაწერები, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერაა" - მმართველი გუნდი მორიგ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ახალ სკანდალურ ჩანაწერებს მმართველი გუნდი მორიგ სიცრუეს უწოდებს. „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უმეტესწილად ჩანაწერების არის დამონტაჟებული. მისივე თქმით ამ ჩანაწერებიდან კარგად ჩანს როგორ იბრძვის ზაზა ოქუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტებს ოპერატორებს კიდევ უხდებათ ამ სიბინძურის მოსმენა. რამდენიც გამოქვეყნდება ჩანაწერი იმდენი დამატებითი ინფორმაცია იქნება თუ როგორ უზნეოდ იბრძვის ოქუაშვილი სააკაშვილთან ერთად, რომ დააზიანოს სახელმწიფო. ამის მეტი არც ძველი ჩანაწერებიდან და არც ახალი ჩანაწერებიდან არაფერი არ ჩანს. არც გამიკვირდება, რომ დამონტაჟებული  იყოს. იმიტომ, რომ არც ერთი ადრეული ჩანაწერი დაუმონტაჟებელი არ არის და შინაარსი არის ის, რომ ოქუაშვილი ამბობს, რომ არ უნდა გადაიხადოს, ბიუჯეტს არ უნდა გადაუხადოს თანხა აქციზებისათვის რაც წაიღო,“-განაცხადა გია ვოლსკიმ

ჩანაწერების აუთენტიკურობის არ სჯერა არც კახა კალაძეს. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ჩანაწერები წინა ხელისუფლების ხელწერას ჰგავს.

„ეს არის გაყალბებული ჩანაწერები, ამოჭრილი, მიჭრილი, მოჭრილი. ეს ჩვეულებრივი წინა ხელისუფლების ხელწერა არის და ჩვენ  არაერთ მაგალითი  გვახსოვს ასეთი ჩანაწერების და ვინ იყო ამის შემოქმედი და ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მე არ ვიცი ახლა ეს დეტალები და საქმეები არ ვიცი. თუ ვინმეს წინააღმდეგ არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტი მტკიცებულება, რა თქმა უდნა გამოძიება უნდა დაიწყოს,“-განაცხადა კახა კალაძემ.  

”კურიერის” მიერ მოპოვებული მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერებიდან დგინდება, რომ "ომეგა" ჯგუფისთვის ხელისუფლებას მხოლოდ 4 მილიონი ლარი არ წაურთმევია. რეკეტის შედეგად ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ოთხ მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მოლაპარაკებების დროს ოქუაშვილი ინტერესდება, არის თუ არა საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილი? მას ეუბნებიან, რომ ყოფილმა პრემიერმა ყველაფერი იცის და ფული ადრესატთან აუცილებლად უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიგარეტის ქარხანა არ ამუშავდება. საუბარი იმ დროს არის ჩაწერილი, როდესაც ლევან ყიფიანი სარდაფში, სავარაუდოდ, უკვე იმყოფებოდა და ოთარ ფარცხალაძე გაბრაზებულია. ჩანაწერში გიორგი გახარიას გვარიც ისმის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები