26 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
სასმელად უვარგისი წყალი, რომელიც ხშირად მოწამვლის მიზეზი ხდება-სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქობულეთის რაიონის სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი, რომელიც ონკანში მოდის უკვე რამდენიმე თვეა სასმელად უვარგისია და ხშირად იწამლებიან. წყალი განსაკუთრებით დაბინძურებული წვიმის დროს არის.

მათივე მტკიცებით, სწორედ ამის გამო ადგილობრივ საავდმყოფოში გაიზარდა პაციენტთა მიმართვიანობის რაოდენობაც. მათ შორის არიან ბავშვებიც.

კომპანია სოფლის წყალში, რომელიც ჯიხანჯურში წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი ამტკიცებენ, რომ წყალმომარაგების სისტემა მისახედია, თუმცა წყალი რომელიც ამჟამად ადგილობრივების ონკანში მოდის, დასალევად უვარგისი არ არის. შესაბამისად ვერც ადგილობრივების მოწამვლის მიზეზი გახდებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯიხანჯურელების პრობლემის შესახებ აქამდე არასდროს სმენიათ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები