17 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმე და სკანდალური ჩანაწერები - პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება

"ომეგა ჯგუფის" საქმესა და სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

საგამოძიებო ორგანოში დღეს "ომეგა ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორსა და მენეჯერს ელოდებიან. ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველაშვილი "თიბისი" ბანკიდან 4 მილიონის გატანაში პირადად მონაწილეობდნენ.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას მათთან სწორედ ამ საკითხზე ექნება კითხვები. არ არის გამორიცხული მათაც სასამართლო წესით გამოკითხვა მოითხოვონ.

„ისინი ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თიბისი ბანკიდან თანხების უკანონოდ გატანას. აქედან გამომდინარე ისინი გამოძიებას ამ საკითხთან და სხვა საკითხებთან მიმართებაში მიაწვდიან მაქსიმალურ ინფორმაციას,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები