კრიმინალური საქმე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ფულის გამოძალვასა და გათეთრებას ეხება - „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს ინგლისის სასამართლოში ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს განცხადება ზაზა ოქუაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" გააკეთა.
ბიზნესმენმა ფარული ჩანაწერების ავთენტიკურობაზეც ისაუბრა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობა გამოუცხადა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-დან უკვე გამოითხოვა ფარული ჩანაწერები , რომელსაც ინგლისსა და საფრანგეთში ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ სიმართლე მხოლოდ ასე დადასტურდება.
„ბიძინა ივანიშვილი დაბარებული იქნება ინგლისში სასამართლოზე. იქ იქნება კრიმინალური საქმე ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ დარღვევებზე, იმ თანხის გათეთრებაზე, იმ ყაჩაღობა დავარქვათ- ფულის გამოძალვაზე, რასაც მსოფლიო ცივილიზაცია ებრძვის და მით უმეტეს საფრანგეთი, როდესაც იცის, რომ მისი მოქალაქე, საფრანგეთის მოქალაქე ჩადის ამას.
ნუ დახარჯავენ ენერგიას დროს ავთენტურობაზე, ორიგინალობაზე. ყველა მინდა რომ დავარწმუნო, რომ „რუსთავი2“-დან მე ეს წამოვიღე და ჩავაბარე, როგორც საფრანგეთში ასევე ინგლისში სახელიან ფირმებს, რომლებიც ყველაფერს დეტალურად დაადასტურებენ,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.