თბილისობის აღნიშვნა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გვიან ღამით დასრულდა. "ჩემო თბილის ქალაქო" - ამ სახელწოდების გალა კონცერტი რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნა, რომელიც მუსიკალურად საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით გააფორმა.
„თბილისობა 2018“-ის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერმა 15 საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა. მათ შორის თავად ნიკოლოზ რაჭველიც. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.