17 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
პოლიციელთა მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გაზრდილია - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები პოლიციელთა მხრიდან გაზრდილია - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს პროკურატურა ან არ იძიებს ან ძიებას აჭიანურებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ძალადობა ძირითადად პოლიციის მანქანებში და წინასწარი მოთავსების იზოლატორში ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება დანაშაულის შესახებ არსებული სტატისტიკის "გაკეთილშობილებას" ცდილობს.

მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში პოლიციის დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებმა იმატა, რასაც ეფექტური გამოძიება არ მოყოლია.

დღის ამბები