"ნუ გააყალბებ!", " მოღალატე სალომე!" - ამ მოწოდებებით რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, "ქართული ოცნების" დავალებით რუსთავის საარჩევნო უბნების თავმჯდომარეები არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან.
ახალგაზრდები საოლქო კომისიიდან მსვლელობით ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ და საპროტესტო სტიკერები გააკრეს. მათი თქმით, მსგავს მსვლელობებს თითოეული თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლამდე მოაწყობენ.
„ისეთი ადამიანი არც ერთ ახალგაზრდას არ უნდა, ვინც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში. არც ერთ ახალგაზრდას არ უნდა ეს და ვერ გვაიძულებენ ამას. როგორც კი ეს ადამიანები, თითოეული სახელი-გვარით, კომისიის წევრები და თავმჯდომარეები ჩაერევიან და გაგვიყალბებენ არჩევნებს, ჩვენ მომავალი ფაქტიურად დაკარგული გვაქვს,“ - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.