17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"ეს რა ფორმაა ჟურნალიზმის, არავინ არაფერს არ აიძულებს"- ზურაბიშვილის ექიმების მიერ გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა 

„ეს რა ფორმაა ჟურნალიზმის, არავინ არაფერს არ აიძულებს,“ - ასეთი სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, აიძულებენ თუ არა მედიკოსებს მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. "ოცნების" რჩეული კანდიდატი "კურიერის" შეკითხვამ გააღიზიანა. 

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლების რიცხვს ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკის  ექიმები შეემატნენ.  "ოცნების" რჩეული კანდიდატის ანგარიშზე მხოლოდ ამ ორი კლინიკის თანამშრომლების მიერ ჯამში, 200 ათას ლარამდე ლარი ჩაირიცხა.

მედიკოსები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ მათ თანხის გადარიცხვა მენეჯმენტმა აიძულა თუმცა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ ტელეკამერების წინ და აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირადი სიმპათიის გამო მათ საკუთარი დანაზოგი გაიღეს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს ათობით ათასი ლარი შესწირეს, საერთოდ არ არ არიან მისი მხარდამჭერები.

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი შესწირა,  facebook გვერდზე დაწერა, რომ ის არჩევნებზე მისვლას გეგმავს, თუმცა ხმის მიცემას ზურაბიშვილისთვის საერთოდ არ აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები