თბილისის მერმა საბურთალოს რაიონში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოსაწყობად საჭირო ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
„ცინცაძე-კარტოზიას გადასასვლელი პანდუსი, რომელიც გაკეთდა, რომ ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცეს შესაძლებლობა, განიტვირთოს ავტომობილებისგან და თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი. ოქტომბრის ბოლოს მთლიანად იქნება ეს სამუშაოები დასრულებული,“ - აცხადებს კალაძე.
უახლოეს დღეებში დაიწყება გზის საფარის დაგება. გზაგამტარის მოსაწყობად თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.