17 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
"ექიმების სკანდალი არის ბერიას მიერ ნათქვამი სიტყვა" - მმართველი გუნდი მედიკოსების მიერ ზურაბიშვილისთვის ჩარიცხულ თანხებს ეხმაურება 

მმართველი გუნდი ე.წ. ექიმების სკანდალს, „ბერიას“ სტილში აგორებულ თემას უწოდებს - როგორც გია ვოლსკი აცხადებს,  თუ კი არსებობს ერთი ექიმი მაინც, რომელიც ამბობს, რომ ის მხარს არ უჭერს სალომე ზურაბიშვილს და თანხა მისი საარჩევნო კამპანიისთვის იძულებით გადაარიცხინეს, მაშინ ეს საკითხი შესაბამისი სტრუქტურების გასარკვევია.

საუბარია ჩაჩავას კლინიკის მეანგინეკოლოგ ნიკოლოზ კინტრაიაზე, რომელმაც თქვა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ არის და ამის პარალელურად მის ფონდში 20 ათასი ლარი გადარიცხა. 

„ექიმების სკანდალი არის ბერიას მიერ ერთხელ ადრე ნათქვამი სიტყვა, რომ ექიმების საქმე. ახალა ერთი ექიმი თუ არის რომელიც ამას ამბობს ის შესაბამისი სტრუქტურები ვალდებულები არიან, რომ  კარგად მოიძიონ ეს საკითხი,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლების რიცხვს ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკის  ექიმები შეემატნენ.  "ოცნების" რჩეული კანდიდატის ანგარიშზე მხოლოდ ამ ორი კლინიკის თანამშრომლების მიერ ჯამში, 200 ათას ლარამდე ლარი ჩაირიცხა.

მედიკოსები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ მათ თანხის გადარიცხვა მენეჯმენტმა აიძულა თუმცა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ ტელეკამერების წინ და აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირადი სიმპათიის გამო მათ საკუთარი დანაზოგი გაიღეს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს ათობით ათასი ლარი შესწირეს, საერთოდ არ არ არიან მისი მხარდამჭერები.

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი შესწირა,  facebook გვერდზე დაწერა, რომ ის არჩევნებზე მისვლას გეგმავს, თუმცა ხმის მიცემას ზურაბიშვილისთვის საერთოდ არ აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები