17 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმე - მალხაზ კობაურის ადვოკატები კომპლექსური ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებენ

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. ამის შესახებ განცხადება, ბრალდებულ მალხაზ კობაურის უფლებადამცველებმა გააკეთეს. 

მათი მტკიცებით, ბრალდებულს ცხედრებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ადვოკატები გამოძიების მხრიდან დარღვევებზე საუბრობენ და ხადას ხეობაში ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ. 

უფლებადამცველები ოფიციალური განცხადებით სასამართლოს დღეს მიმართავენ. 

„ექსპერტიზის პასუხი ისეთია როგორსაც დაცვის მხარე ვარაუდობდა, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს კობაურს გვამებთან. ანუ ბიოლოგიური შემხებლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კობაურის პირდაპირი შემხებლობა აღნიშნულ დანაშაულში აბსოლუტურად არ დასტურდება,“-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ

დღის ამბები