"ვასმედიის" პროდიუსერი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გადაცემა პარლამენტის თავმჯდომარეზე ხუმრობის გამო დაიხურა, არ ადასტურებს. გვანცა გორდეზიანი განმარტავს, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა და გადაცემა სხვადასხვა ცვლილებების გამო არ გავიდა ეთერში. მისივე თქმით, გადაცემის წამყვანი კვლავ ვასიკო ოდიშვილი იქნება.
„სისულელე, არაფერი საერთოდ შეხება, არანაირი მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ წინა გადაცემაში გვქონდა რაღაც ბლოკი კობახიძეზე. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ჩვეულებრივად იგივე ფორმატით იგივე წამყვანით გრძელდება გადაცემა კვირას იქნება. გვინდოდა უბრალოდ ერთი რუბრიკის დამატება ჩვეულებრივი მომენტია და გავიჭედეთ და ვეღარ მოვასწარით გადაცემის ბოლომდე დამონტაჟება. ვერ ჩავეტიეთ დროში და ტექნიკურად გავიჭედეთ,“-განაცხადა გვანცა გორდეზიანმა.
გადაცემის მენეჯმენტმა სხვადასხვა მედიასაშუალებებს გადაცემის ეთერში არგასვლის მიზეზად ერთმანეთისგან განსხვავებული მიზეზი დაუსახელა. თავდაპირველად ითქვა, რომ პრობლემა დეკორაციაში იყო, რომლის განთავსება სტუდიაში ვერ მოესწრო. ასევე დასახელდა სხვადასხვა ტიპის ცვლილებები. "კურიერთან" კი გვანცა გორდეზიანმა მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.