17 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
TBC ბანკმა მილიონები ისე გასცა, რომ ოფშორიდან კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ სრული დოკუმენტაცია არ ჰქონდა მიღებული - „ომეგა ჯგუფი“ 

TBC ბანკიდან 4 მილიონის გატანის ეპიზოდი - როგორც „ომეგა ჯგუფში“ განმარტავენ, TBC ბანკმა მილიონები ისე გასცა, რომ ოფშორიდან კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ სრული დოკუმენტაცია არ ჰქონდა მიღებული.

კომპანიის იურისტი განმარტავს, რომ ამგვარი დოკუმენტი ხელმისაწვდომი ბანკისთვის თანხის გაცემიდან ერთ კვირაში გახდა და ამით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა.  

„ბანკისთვის წარდგენილი არ ყოფილა ე.წ. „ინქუმბენსის სერთიფიკატი,“ რომელიც სავალდებულოა კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის ან მესაკუთრეების იდენტიფიცირებისთვის. ამგვარი სერთიფიკატი ოფშორულ ზონაში გაცემულ იქნა 2016 წლის 28 აპრილს. ანუ, თანხის განაღდებიდან ერთი კვირის შემდეგ. TBC ბანკის უფლებამოსილმა პირებმა 2016 წლის 21-22 აპრილს ერთი მილიონ 781 ათასი ამერიკული დოლარის შ.პ.ს. "ოლიმპუსის" დირექტორისათვის გაცემის დროს უხეშად დაარღვიეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის 5.2. და 6.10 მუხლების მოთხოვნები. ეს კანონდარღვევა არ ყოფილა შემთხვევითი და წარმოადგენდა გარკვეულ პირთა წინასწარი კანონსაწინააღმდეგო შეთანხების შედეგს,“ - განაცხადა  ”ომეგა ჯგუფის” გენერალური დირექტორმა, ლევან აღდგომელაშვილმა

დღის ამბები