17 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
შეწყვეტილი ეთერი - პარლამენტის თავმჯდომარის დაცინვის შემდეგ, გადაცემა "ვასმედია" სამაუწყებლო ბადეში ვეღარ მოხვდა

პოლიტიკური ცენზურა მედიაში - „კურიერის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მითითებით, ტელეკომპანია „იმედმა“ ვასო ოდიშვილის იუმორისტული გადაცემა, „ვასმედია“ ეთერიდან მოხსნა.

ვასიკო ოდიშვილის ტელეპროექტის ბოლო გადაცემის ერთი ნაწილი ირაკლი კობახიძის გამონათქვამებს მიეძღვნა. წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარე ფაქტების დამახინჯებაში ამხილა და პრეზიდენტის კრიტიკის გამო, 2012 წლამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ როლი შეახსენა. 

7 ოქტომბრის გადაცემა სამაუწყებლო ბადეში ვეღარ მოხვდა. სამოქალაქო სექტორს ეჭვი აქვს, რომ სატირამ პარლამენტის თავმჯდომარე გააღიზიანა და მისი მოთხოვნით „იმედის“ ხელმძღვანელობამ „ვასმედია“ ეთერიდან მოხსნა.

ეთერში „ვასმედიას“ შვიდი ოქტომბრის ანონსია გავიდა. გადაცემა უკვე ჩაწერილი იყო. პოლიტიკური სატირა ამჯერად შს სამინსიტროს და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადატანის სქემას ეხებოდა, თუმცა ეს გადაცემა დაბლოკეს და მაყურებელმა მხოლოდ ანონსი ნახა.

ამ თემაზე "ტელეიმედმა" რამდენიმე ვერსია გაავრცელა. მას შემდეგ, რაც გადაცემის დახურვის ამბავს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, "კურიერთან" ინტერვიუში გადაცემის პროდიუსერმა უკვე დააკონკრეტა, რომ „ვასმედია“ ეთერში მომავალი კვირიდან დაბრუნდება.

თავად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გადაცემის დახურვის შესახებ არაფერი იცის და მეტის არაფრის თქმა არ შეუძლია. 

დღის ამბები