სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება, რომელიც პუტინმა წარმატებით გამოიყენა. ჯერ კიდევ 2008 წელს კრემლის ლიდერი საქართველოში აგრესიის გასამართლებლად სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს იყენებდა. გავლენიან მსოფლიო მედია საშუალებებთან საუბარში, ვლადიმერ პუტინი საქართველოს ყოფილ პირველ დიპლომატზე დაყრდნობით ამტკიცებდა არა მხოლოდ იმას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, არამედ იმასაც, რომ ამაში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
ვლადიმერ პუტინი 2008 წლის 13 სექტემბერს სწორედ ყოფილი საგარეო საქმეთ მინისტრის სალომე ზურაბიშვილს სიტყვებზე დაყრდნობით არწმუნებდა Le Figaro-ს ჟურნალისტს საქართველოსთან ომისა და ამერიკელების პასუხისმგებლობის რუსულ ვერსიაში. პუტინმა ერთი თვის შუალედით მაშინ სალომე ზურაბიშვილი ორ გავლენიან საერთაშორისო მედიასთან დაიმოწმა. Le Figaro-მდე 2008 წლის 29 აგვისტოს იყო CNN, სადაც პუტინი ირწმუნებოდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საქმის კურსში იყვნენ ამერიკელებიც.
სალომე ზურაბიშვილის მიერ 10 წლის წინ გაკეთებული განცხადებებზე პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს. ირაკლი კობახიძემ მოღალატეობასა და დანაშაულში ისევ მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებები წლების მანძილზე არა მარტო სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, არამედ პრობლემას ქვეყანას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან ურთიერთობაშიც უქმნის.
ოპოზიციაში აცხადებენ იმასაც, რომ „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს.