ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - სოფელ ჭითაწყარში ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ მსხვილფეხა საქონელს, შემდეგ კი საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს შეეჯახა. მიკროავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია 5 ადამიანი.
4 დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან მიკროავტობუსის მძღოლს შედარებით მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.