17 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ისრაელის საზღვარზე ხობის მერიის სამი თანამშრომელი დააკავეს

ისრაელის საზღვარზე ხობის მერიის სამი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, თუმცა დაკავების მიზეზი უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ისრაელში საემიგრაციო სამსახურმა არ შეუშვა. ამ დროისათვის კი სადეპორტაციო ცენტრში არიან გადაყვანილები. სავარაუდოდ მათი დეპორტაცია დღეს მოხდება.

სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, მათი ისრაელში წასვლის და დაკავების მიზეზები.  

დღის ამბები