დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის. ინციდენტი ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მოხდა.
მაშინ როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები დიდუბეში ამომრჩეველს ხვდებოდნენ, ადგილზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ. ოპოზიციის ინფორმაციით, ისინი პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდნენ, ერთ-ერთმა კი რომელიც მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზაალ უდუმაშვილის თანაშემწეს.
თამარ ზერეკიძემ ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
„დაიწყეს ცუდი სიტყვებით, პროვოკაციული გამოთქმებით ჩვენს მიმართ რაღაც-რაღაცების ძახილი. რამდენიმე ადამიანმა ეს ქალბატონი იცნო და აღმოჩნდა მეთხუთმეტე ბაღის დირექტორი. ვთხოვე ეთქვა ჩვენთვის ნამდვილად იყო თუ არა ბაღის დირექტორი, მქონდა ტელეფონი და თან ვიღებდი. ამის გაგონებაზე, მეცა ტელეფონზე, სახეში ჩამარტყა ჩანდა, დაიწყო რტყმა, ჭიდაობა, ტელეფონის წართმევა. მინდა რომ შევიტანო სარჩელი, იმიტომ, რომ ქალბატონი ბრძანდება ბაღის დირექტორი,“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილის თანაშემწე თამარ ზერეკიძე.