ფონდ "იავნანას" საქმიანობის შესახებ დაწყებული გამოძიების შესახებ პაატა ბურჭულაძე საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას გეგმავს. ამ მიზნით მსოფლიო ბანი და მისი მეუღლე დღეს გერმანიაში გაემგზავრნენ.
ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და შესაბამისად საგამოძიებო პროცესიც მიკერძოებულად მიმდინარეობს.
ფონდის საქმეზე გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო გამოიკითხა. ბურჭულაძე და ვასილენკო საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.
„ჩემი წასვლის მიზანია ის, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმის წინააღმდეგ თუ როგორ ებრძვიან ფონდ „იავნანას“. ჩვენი საქმე ამერიკის სენატში უკვე აქვთ, ევროპარლამენტსაც აქვს, თუმცა უფრო გავაძლიერებთ მუშაობას. ახლა მაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები და კარგ სიურპრიზებს ვუმზადებ იმ ადამიანებს, ვინც ასე ხელჩართულ ბრძოლაში არიან და სიკეთეს ებრძვიან,“-აცხადებს პაატა ბურჭულაძე.