საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიას დაესწრება. მამუკა ბახტაძე ღონისძიებაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.
პრემიერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც ღონისძიების მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად ქვეყნის პავილიონს გახსნის.
მთავრობის მეთაურის ინიციატივით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ერთი დღით გამოიფინება „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა.