რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის 10 დღიანი ტყვეობა დასრულდა. ოთინაშვილი ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. 3 შვილის დედა ხურვალეთში, საკუთარ სახლში იმყოფება.
მაია ოთინაშვილს რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს, მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 10 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამ პატიმრობის ვადა გუშინ ამოიწურა.