17 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმე და TBC ბანკიდან გატანილი 4 მილიონი - კომპანიის წარმომადგენელი ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით აძლევს

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, „ოლიმპუსის“ დირექტორი გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. დავით ფანქველაშვილი ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით აძლევს.

ოლიმპუსი" ეს ის კომპანიაა, რომლის ანგარიშიდანაც 4 მილიონი გაიტანეს. ფანქველაშვილი ჩართული იყო ბანკიდან ნაღდი ფულის გატანის პროცესში.

„მეც ვიმყოფებოდი TBC ბანკში თანხების გატანასთან დაკავშირებით და შესაბამისად გამოვცხადდი სასამართლოში, რომ ყველაფერი მოვახსენო მოსამართლის თანდასწრებით პროკურორს და გამომძიებელს და მივცე ჩემი ჩვენება. გამოვიტანე თანხა და ალეკოს უთხრა ლევან ყიფიანმა, რომ  ალეკოს ეჭირა ეს თანხა, რომ ჩაედო მანქანაში. ალეკომაც შესაბამისად ახლა იქ ისეთი სიტუაცია იყო, დაძაბული სიტუაცია, ალეკომ ეს თანხა ავტომატურად მანქანაში და მანქანები წავიდნენ. ყიფიანი რა თქმა უნდა გვერდით ედგა.  ვინ დაგვხვდა ვერ გეტყვით, ორი მანქანა იყო, შავი მანქანები. ჩემი აზრით იყო სამინისტროს და ძალოვანი სტრუქტურის მანქანა. და შესაბამისად, იქ ალეკომ ჩადო თანხა და მანქანები წავიდნენ,“-განაცხადა დავით ფანქველაშვილმა.   

"ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით არსებობს ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ დებს კომპანიის წარმომადგენელი ჩანთას შავ ჯიპში. რასაც წინ უძღოდა ლევან ყიფიანის ზარები სავარაუდოდ გიორგი გახარიასთან და ოთარ ფარცხალაძესთან.

"ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლების ინფორმაციით, TBC ბანკის ხელმძღვანელი პირები ბორჯომიდან ჩამოვიდნენ და ბანკმა დიდი ოდენობით ნაღდი ფული გასცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები