საქართველოში მოქმედი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საერთაშორისო დონორებსა და პარტნიორებს შეხვდნენ. შეხვედრისას განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარრებული პროცესები.
გარდა ამისა, შეხვედრის უცხოელმა მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს შვილმოკლული მამების აქციას.
„ჩვენ დასავლეთის პლატფორმის ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფები, რომ უკეთ შევისწავლოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ვმსჯელობთ რუსეთის ოკუპაციაზე, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე. ჩვენი მიზანია, გავიგოთ და სწორად გავაგებინოთ ამერიკელ პარტნიორებსაც აქ არსებული მდგომარეობა,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დასავლეთის პლატფორმის” თანადამფუძნებელმა, ქრისტინა პუშოუმ.