17 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გადაიდო

საქალაქო სასამართლოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმის განხილვა 22 ოქტომბრამდე გადაიდო. ადვოკატების განმარტებით, დავალიანება, რომელსაც უნივერსიტეტს ედავებოდნენ, გადახდილია, რის გამოც შემოსავლების სამსახური ვალდებულია, სასწავლებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკან გამოითხოვოს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და ადვოკატებმა დღეს სტუდენტებსა და მედიის წარმომადგენლებს საქმის ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„სასამართლოში დავის გაგრძელებას არანაირი იურიდიული ინტერესი აღარ გააჩნია და მხოლოდ იქნება მათი ინტერესი ის, რომ დააზარალონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმით, რომ მის ქონებაზე დარჩეს ყადაღა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ჰქონდეს მართალია უკანონო, მაგრამ კიდევ საფუძველი იმისთვის, რომ, თითქოს, ყადაღა ადევს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქონებას,“ - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადვოკატმა, შორენა დევაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები