17 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
აქცია სოფელ ჩანტლისყურში - მოსახლეობა სახნავ-სათესი მიწის გასხვისებას აპროტესტებს

ხმაური იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურში. მოსახლეობა იმ 35 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის გასხვისებას აპროტესტებს, რომელსაც მათი მტკიცებით, სოფლის საკუთრებაში იყო და ადგილობრივები საძოვრადაც იყენებდნენ. 

აქციაზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. შეკრებილებს შეხვდა ყვარლის მერი. მისი თქმით, საქმის შესწავლა მერიამ უკვე დაიწყო.

ადგილობრივები ითხოვენ ტერიტორია მოსახლეობაზე გადაანაწილონ, წინაღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

დღის ამბები