17 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები - პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ახალგაზრდის მამა და ადვოკატი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კი დაადგინეს, რომ იმ დროს, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში სპეცრაზმი შევიდა, ის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა. 

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს მთავარ შეკითხვებს - რა მდგომარეობაში იმყოფებოდა 19 წლის ახალგაზრდა, როცა მის საძინებელში სპეცრაზმი შევიდა, რა ვითარებაში მოხდა სასიკვდილო გასროლა, ჯერ კიდევ 3 თვის წინ დაიწყო, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის.

მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაჩნია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე ზეწოლა ხორციელდება და მათ არ გაუსაჯაროებიათ პასუხები შეკითხვებზე - გაუწია თუ არა გარდაცვლილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა და იყო თუ არა გასროლის აუცილებლობა.

„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აშკარად თავს იკავებს, რომ დაწეროს ელემენტარული რეალიური ფაქტი, რაც ყველამ იცის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სროლის მომენტში უბრალოდ იწვა და მას თავი არ წამოუწევია. ეს ერთგვარი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ზეწოლის, დროის გაჭიანურების და აქცენტის გადატანის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე,“- განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დიპლომატიურ კორპუს, საელჩოებს დახმარებას სთხოვს, რათა მათ საერთაშორისო საზოგადოებას ჭეშმარიტი ინფორმაცია გააცნონ.  

 

დღის ამბები