17 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის მამა საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და გიორგი გახარიას სამსახურიდან მისი გათავისუფლება სთხოვა. 

შვილმოკლული მამის თქმით, მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ ამ საკითხით დაინტერესდება.

„მეტროს პოლიციას ევალება მარტო, ჩადით მეტროში და დააკვირდით პოლიციის თანამშრომელს, ჯიბეზე გიყურებთ, რა გიდევთ ჯიბეში. დანა თუ გიდევთ, დაგაჯარიმებთ დანაზე. არ აქვს იმას მორალური უფლება, რომ ვიღაც დააჯარიმოს იმან დანაზე იმიტომ, რომ მაგისმა შვილმა იხმარა 25 სანტიმეტრიანი დანა. ბატონმა მინისტრმა გულდასმით მომისმინა და შემპირდა, რომ გაერკვევა სიტუაციაში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები