17 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში, - პრემიერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს თემატური სტენდების გახსნის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა საქართველოსთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ტრადიციები, კულტურა, ანბანი, ლიტერატურა და ფასეულობები ევროპას უკეთ გააცნოს.

"საქართველო რამდენიმე სტენდით არის წარმოდგენილი, ამასთან ერთად, საქართველოს აქვს სპეციალური პავილიონი, რომელიც ეძღვნება მხოლოდ საქართველოს - ჩვენს კულტურას, ლიტერატურას, ფოლკლორსა და მეცნიერებას. წარმოდგენილია სტენდები, სადაც საშუალება გვეძლევა, მოვახდინოთ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია. ევროპამ ოფიციალურად აღიარა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და ჩვენ 8000 წლის წინ დავიწყეთ ღვინის კეთება, რაც ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს მიერ შეტანილი ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. ამას ყველა აღიარებს,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნილ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება.

დღის ამბები