17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტი, მერე ამაზე მიბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სრული სისულელეა - ლევან ყიფიანის ჩვენება 

თბილისის პროკურატურა, სპორტის ყოფილი მინისტრის და "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებული აუდიო ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ჩვენებაში, ერთ-ერთი ნაწილი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ეხება. საუბარია ე.წ. სარდაფის ინციდენტზე.

გავრცელებული აუდიო ჩანაწერების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძემ ლევან ყიფიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას გაუპატიურებითაც დაემუქრა.

გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში ყიფიანი ამბობს, რომ  ფარცხალაძესთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, მასთან მეგობრობს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა, ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მით უმეტეს  სერიოზული არასდროს მქონია მასთან.

ეს არის მთელი ინფორმაცია რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით,“-აცხადებს ყიფიანი ჩვენებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები