17 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ხმაური გორში - სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის შენობასთან ნაკელი და ხორბალი დაყარეს

ხმაური გორის მერიასთან - სამოქალაქო აქტივისტებმა გორის მერიასთან ხორბალი და ნაკელი მიიტანეს და შენობის ასასვლელი კიბეზე დაყარეს. მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია"-ს წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ჩინოსნებს საკენკს უყრის.

ამ ფორმით ახალგაზრდებმა რუსეთ-საქართველოს შესახებ, გორის მერის მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებთან მერიის ადმინისტრაციის უფროსი გამოვიდა, რომელმაც ქციის ერთ-ერთ მონაწილეს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქალაქის მერი, როდესაც გამოდის და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ეს არი ყოვლად ამაზრზენი რამ, ეს ადამიანი არის სამარცხვინო და ეს ადამიანი არ უნდა იკავებდეს გორის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას,“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბექა ქორჩილავამ.

განცხადება გააკეთა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა, რომელმაც გორის მერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„ჩამოვედით იმისთვის, რომ მოვთხოვოთ მერს მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე, ქალაქის წინაშე, ქვეყნის წინაშე, ყველა იმ მოქალაქის წინაშე, ვისთვისაც ეს საკითხი მტკივნეულია. თუ ბოდიშს არ მოიხდის, მერე უკვე გაცილებით მეტნი მოვალთ და მოვითხოვთ მის გადადგომას,“ - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

 

 

დღის ამბები