პირველი ნოემბრიდან იპოთეკური კრედიტების აღება გართულდება. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები კომერციულ ბანკებს ბინის შეძენის მსურველთა დაფინანსების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.
ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ მთავარ დარტყმას სამშენებლო კომპანიები და მშენებლობაზე დასაქმებული პირები მიიღებენ. წინასწარი გათვლებით, 40-დან 50 %-მდე შემცირდება ბინების რეალიზაცია, რაც ავტომატურად მშენებლებს და შესაბამისად სამუშაო ადგილებს შეამცირებს. გაყიდვები შეუმცირდებათ ავტოდილერებსაც რადგან მკაცრდება ავტო და სამომხმარებლო სესხების გაცემა.
დაუდასტურებელი შემოსავლების გამო ბინების შეძენას ვეღარ შეძლებენ ემიგრანტებიც. ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, 15 წლამდე იზღუდება იპოთეკური სესხის გაცემის ვადა. მაქსიმუმ 4 წლით გაიცემა, სამომხმარებლო სესხი. ვინც სესხს ახალი პირობებით აიღებს, თანხის მოცულობა მის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული. კრედიტში გადასახდელი თანხა შემოსავლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.