ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე ხის საამქროში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ამ დროისათვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მეხანძრე-მაშველების 10-მდე ბრიგადა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს. დაშავებულები არ არიან. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.