17 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
"კურიერის" ჟურნალისტმა ეკა გაგუამ ის პირები ამოიცნო, ვინც მას და ოპერატორ ლევან კალანდიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

"კურიერის" ჟურნალისტმა ეკა გაგუამ ის პირები ამოიცნო, ვინც მას და ოპერატორ ლევან კალანდიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აპარატურა წაართვა. ორივე პირი ჩინეთის მოქალაქეა. ამოცნობის პროცედურა გვიან ღამემდე გაგრძელდა ხაშურის პოლიციაში. "კურიერის" ჟურნალისტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ. გამოძიების ფარგლებში მსგავს პროცედურას სხვა პირების ამოცნობის მიზნით ეკა გაგუა უახლოეს დღეებში ისევ გაივლის.

"ყველა ადამიანი ამოვიცანით, ვინც დღეს მოანწილეობდა იმ დაპირისპირებაში და ვინც რეალურად ყველაზე აგრესიული იყო, მათგან ერთ-ერთი იყო ვისაც ეჭირა ხელში ქვა და ქვით გვემუქრებოდა და მიკროფონი წაგვართვა და მეორე იყო, რომელმაც უშუალოდ ხელიდან გასტაცა კამერა ჩვენს ოპერატორს ლევან კალანდიას. ეს ორივე ადამიანი ამოვიცანით, თუმცა როგორც ვიცით კიდევ არის სხვა პროცედურები ჩასატარებელი,"-აცხადებს ეკა გაგუა.

დღის ამბები