17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
იორმუღალოს საძოვრებზე დახოცილი ცხვარი - კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ

კრიმინალისტები სოფელ იორმუღალოს საძოვრებზე, სადაც მოსახლეობას ცხვარი დაეხოცა, გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ადგილობრივები მომხდარში უცხოელ ინვესტორებს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ცხვარი მოწამლულია. ერთ-ერთი ვერსიით საქონელი თაგვის წამალმა იმსხვერპლა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სადაც ცხვარი დაიხოცა. ადგილობრივებსა და ინვესტორებს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტერიტორია გაიყიდა, ახალმა მფლობელებმა კი ადგილობრივებს საძოვრები ჩაუკეტეს. ამ დროისთის 50 ცხვარი მკვდარია, 150-მდე კი მოწამლული. საქმეზე გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები