აგლაძის ქუჩაზე ძლიერი ხანძრი იყო - ელიავას ბაზრობაზე 800 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა. ცეცხლი ორი საათის წინ ხის საამქროში გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 18 ჯგუფი მუშაობს, ცეცხლი ლოკალიზებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა დიდუბის გამგებელი, რომელიც დაზარალებულებს შეხვდა.