ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების საპასუხოდ მთავარმა პროკურატურამ წერილობითი განცხადება გაავრცელა.
საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ დაზარალებულების მოთხოვნა ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან ეს უწყების კომპეტენციას სცილდება.
მოვაჭრეებმა კი რომლებმაც ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი მიიღეს, განმარტეს რომ ისინი ზარალის ანაზღაურებას არა პროკურატურისგან, არამედ სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროსგან" ითხოვენ.
მოთხოვვენის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აანონსებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.