17 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
"ბ" კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება ჩამოერთმევათ - ოპოზიცია მერიის გადაწყვეტილებას აკრიტკებს

ტაქსების რეგულაციების შესახებ მერიის ინიციატივას საკრებულოში განიხილავენ. მუნიციპალიტეტმა ტაქსები ორ -"ა" და " ბ" კატეგორიებად დაყო.

"ა" კატეგორიაში მოხვდებიან ის ავტომანქანები, რომლებზე გათვლასაც აკეთებს მერია უკვე 2019 წლისთვის, მათ შორის არის თეთრის ფერის მანქანები.

"ბ" კატეგორიის ტაქსებს კი ისეთი შეზღუდვები დაუწესდებათ, რომელიც მძღოლებისთვის ფინანსურად შესაძლოა სრულიად წამგებიანი აღმოჩნდეს.

მაგალითად, მათთვის აკრძალული იქნება ქუჩიდან მგზავრის აყვანა. შეიზღუდება საპარკინგე ადგილებიც. ოპოზიცია მერიას არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რეფორმა წარმატებული იქნება.

დღის ამბები