ხმაური იყო ელიავას ბაზრობაზე, იმ ადგილას, სადაც დღეს გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. გადაკეტილ ტერიტორიაზე შესვლას ერთ-ერთი დაზარალებული ცდილობდა, თუმცა პატრულმა მას ამის საშუალება არ მისცა.
ხანძარი ხის საამქროში დღეს დილის 07:00 საათზე გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის ფართი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზიც.
ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობას სალიკვიდაციო სამუშოები. ადგილზე იმყოფებოდა ასევე დიდუბე-ჩუღურეთის გამგებელი. იგი დაზარალებულებსაც შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით უკვე დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.