„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი „რუსთავი 2“- ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ჩინური კომპანია, რომლის წარმომადგენლებიც თავს დაესხნენ ეკა გაგუას და ლევან კალანდიას, საქართველოში შემოიყვანა ივანიშვილმა. პარტიის ლიდერის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნული კომპანია იქნება გაძევებული საქართველოდან.
„რუსულ ოკუპაციას არაბულ-ირანულ ექსპანსიას დაემატა ჩინური დიქტატურა, ძალადობა რისი დასტურიც გახლავთ ხარაგაულის რაიონში გუშინ, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა. აღნიშნული კომპანია ქვეყანაში შემოიყვანა ივანიშვილი-ბახტაძე-საგანელიძის დაჯგუფებამ მილიონების მისათვისებლად. ჩვენი ბუნების გასანადგურებლად და ამ პროცესში რამდენჯერმე შეტაკების დროს მოსახლეობასთან წინა წლებში დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები, რის გამოც არავის პასუხი არ უგია,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.