17 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება.  გერმანიის კინოს მუზეუმში კოტე მიქაბერიძის ფილმის - "ჩემი ბებია" ჩვენება გაიმართა.

მოეწყო სოსო დუმბაძისა და ნინო ძანძავას წიგნის პრეზენტაციაც, რომელიც ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, კოტე მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წიგნი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, ინგლისურ ენაზე გამოიცა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თქმით, ყველა გერმანული უნივერსიტეტი, სადაც ხდება არქეოლოგიის სწავლება, აკეთებს ექსკურსიებს სწორედ იმ გამოფენებზე, რომლებსაც ჰქვია "ექსკურსია საქართველოში." 

დღის ამბები