გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ლაშა დიაროვის გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა.
საგამოძიებო უწყებაში „ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტების დაბარება ცესკო-ში წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტსა და მასზე პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას უკავშირდება.
დიაროვი არ გამორიცხავს, რომ მამუკა ბახტაძის ხელმოწერა თავად ცესკომ გააყალბა.
„როდესაც დამხვდა მოტანილი სიები, რომელიც მოიტანეს მოხალისეებმა, შევამოწმე ყველა გრაფაში იყო თუ არა ჩაწერილი ინფორმაცია და არა უშუალოდ რა ეწერა შიგნით და ეს ვუთხარი. როდესაც შეგვაქვს, ვიღაცამ ხელი უნდა მოაწეროს რომ შეგვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო, ამაზე იყო საუბარი,“-აცხადებს პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” წევრი გიორგი მაჭარაშვილი.
ლაშა დაიროვის გამოკითხვამდე გამომძიებლების შეკითხვებს გიორგი მაჭარაშვილმა უპასუხა.