12 ათასი ლარის ჯარიმა სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის დამახინჯებისთვის - უკანონო ქმედებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სიღნაღის მერია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია დააჯარიმა.
ორივე მათგანს 12- 12 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. სიღნაღის მუნიციპალიტეტს ახალი საპროექტო დოკუმენტაციის შესამუშავებლად ექვსთვიანი ვადა მიეცა.
სიღნაღის მერიის დაკვეთით კომპანია "ინსტალ პლუსმა" ისტორიული გალავანი უნებართვოდ შელესა და შეღება.