რუსეთის პროპაგანდისტული კამპანია და მორიგი ხმაურიანი შეხვედრისთვის მზადება - თბილისში ე.წ. ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით ტარდება. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ თბილისში ფორუმის გამართვა რუსი და ქართველ ახალგაზრდებისთვის საერთო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად.
სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ შესაბამისი სტრუქტურები მსგავსი ტიპის ფორუმებით უნდა დაინტერესდნენ.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მსგავსი ფონდების მიერ დაფინანსებული აქტივობები ცალსახად რუსული პროპაგანდის გაგრძელებაა.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ არის მცდელობა რუსული გავლენები გააქტიურდეს საზოგადოებაში. ეს ფონდები პირდაპირ კავშირშია რუსეთის ხელისუფლებასთან. ძალიან საინტერესოა ვინ უწყობს ამას ხელს ქართული მხარიდან და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს“-აცხადებს მიხეილ ბენიძე.