2018 წლის წინანდლის პრემიის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. ისინი სპეციალურმა ჟიურიმ 8 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა კი 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს შეეძლოთ.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, დაესწრო.
„მე მიხარია, რომ ამ წლების განმავლობაში ამდენი განსაკუთრებული ადამიანი ამ კონკურსის მეშვეობით წარდგა უფრო ფართე საზოგადოების წინაშე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრემიის დაწესების იდეა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს შესაძლებლობების რეალიზაციას უწყობს ხელს, 1998 წელს წინანდალში შემოქმედთან შეხვედრა-სემინარზე გაჩნდა და დღემდე ნიჭიერი მეცნიერებისა და ხელოვანების აღმოჩენას განმაგრძობს.