17 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
კახეთი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

კახეთი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება გურჯაანში, კურორტ ახტალას ტერიტორიაზე, ერთ საათში დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქვევრში დაყენებულ ღვინოს 100-ზე მეტი კომპანია წარადგენს. საწნახელში დაიწურება ყურძენი, გაიმართება თათარაობა და მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია.

ფესტივალზე დიპლომატიური კორპუსის და მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც ელოდებიან. დაგეგმილია ნიაზ დიასამიძის და 33 ა-ს კონცერტი.

საღამო ფილმის საქართველო-ღვინის სამშობლო ჩვენებით დასრულდება.

დღის ამბები