29 სექტემბერი 2024,   13:36
ვრცლად
დღეს სვეტიცხოვლობაა - საზეიმო ლიტურგიის დასრულდების შემდეგ, მრევლს პატრიარქი ქადაგებით მიმართავს

დღეს სვეტიცხოვლობაა - დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, აღავლენს.  საზეიმო ლიტურგიის დასრულდების შემდეგ, მრევლს პატრიარქი ქადაგებით მიმართავს.

"სვეტიცხოველში არის ყველაზე დიდი სიწმინდე რაც კი საქართველოში ბრძანდება. ეს არის კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და ეს მადლი ეწეოდეს მთელს საქართველოს,“-განაცხადა  მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა.

ტაძარში პოლიტიკოსები ამ დრომდე არ გამოჩენილან.

საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მცხეთის მთავარ მოედანზე სხვადასხვა ღონსიძიებები გაიმართება. დღესასწაულის გამო, მცხეთაში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. 

დღის ამბები