17 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
"სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის და ჩვენი წარსულის" - მცხეთაში პრეზიდენტობის კანდიდატები ჩავიდნენ

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში პრეზიდენტობის კანდიდატები ჩავიდნენ.

მათ შორისაა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც.

„სვეტიცხოველი არის  უდიდესი რელიგიური სიწმინდე საქართველოსთვის და ამასთან ერთად ის არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოსი, სიმბოლო ჩვენი  ისტორიის და ჩვენი წარსულის. ამიტომ მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სვეტიცხოვლობა მიულოცა მოქალაქეებს შალვა ნათელაშვილმაც.

„ვისურვებ 28 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გამოეხსნას გველეშაპს და მას გადაეფაროს უფლის კვართი. ეს არის ყველა ქართველის ნატვრა ვინც აქ შეიკრიბა,“-განაცხა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები